ირაკლი კუპრაძე - ბრძოლა არ გაჩერდება, ვიდრე არ იქნება მიღწეული ნამდვილი დამოუკიდებლობა და თავისუფლება

ნამდვილ თავისუფლებას გისურვებთ, სიღარიბისგან თავისუფლებას, რეპრესიებისგან თავისუფლებას და უიმედობისგან თავისუფლებას, რომელსაც თესავს ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომელიც მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფება, საიდანაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირისკენ მარში მიმდინარეობს.

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება მიღწეული ნამდვილი დამოუკიდებლობა და ნამდვილი თავისუფლება.

„ჩვენ გვჭირდება ნამდვილად დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო, რომლისთვისაც ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. მე ჩვენი გუნდის სახელით გაძლევთ პირობას, რომ ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება მიღწეული ნამდვილი დამოუკიდებლობა და ნამდვილი თავისუფლება.

მე მინდა, რომ ეს დღე, ბრძოლის ეს პროცესი ეძღვნებოდეს ქალებს, ჩვენს ხანდაზმულ ბებია-ბაბუებს, რომელთა ნაწილიც ბრძოლის ველზე დგას, ნაწილი ცდილობს სახლებიდან გაგვამხნეოს. საქართველო ნამდვილად გაიმარჯვებს თქვენთან ერთად, იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი და თავისუფალი თქვენთან ერთად. ჩვენს ბრძოლას გაუმარჯოს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება