აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ზუგდიდში გურამ გაბესკირიას ბიუსტის გახსნას დაესწრნენ

ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ბიუსტის გახსნას ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში მდებარე ეროვნულ გმირთა პარკში ასევე განთავსებულია მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავას, გენო ადამიას, მამია ალასანიას და 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა ბიუსტები და მემორიალები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს