სალომე ზურაბიშვილი - ქართულ ჯარს სტკივა დღევანდელი საქართველოს ბედი, სახელმწიფოებრიობის გაქრობა, რისთვისაც არის მომზადებული, რისთვისაც იბრძოდა და იბრძოლებს - მათ მინდა, მივულოცო და ვუთხრა: ისინი ჩვენთან ერთად არიან, ჩვენს გულში და სულში

ქართულ ჯარს სტკივა დღევანდელი საქართველოს ბედი, სტკივა სახელმწიფოებრიობის გაქრობა. ყველაფერი ის, რისთვისაც არის მომზადებული, რისთვისაც იბრძოდა და ხვალაც იბრძოლებს, დღეს არის ჩაშლილი და დაშლილი - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ასევე ქართულ პოლიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისურვებდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ქართული პოლიცია თავის მოვალეობას შეასრულებს მოქალაქეების დასაცავად.

„არ შეიძლება არ მივმართო და არ მივულოცო დღევანდელი დღე ქართულ ჯარს. მე დარწმუნებული ვარ, დღევანდელ დღეს მას სტკივა დღევანდელი საქართველოს ბედი, სტკივა სახელმწიფოებრიობის გაქრობა. ყველაფერი ის, რისთვისაც არის მომზადებული, რისთვისაც იბრძოდა და ხვალაც იბრძოლებს, დღეს არის ჩაშლილი და დაშლილი. ამიტომ სტკივა ჩვენს ქართულ ჯარს და მინდა მათ მივულოცო დღევანდელი დღე და ვუთხრა, რომ ისინი ჩვენთან ერთად არიან დღეს, ჩვენს გულში არიან, ჩვენს სულში არიან და ჩვენ ვართ ერთად.

გაგიკვირდებათ და მე მინდა ასევე დღევანდელი დღე მივულოცო ქართულ პოლიციას, რამეთუ მე დარწმუნებული ვარ, ესენი არ არიან კოლექტიური დგებუაძეები, მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც ასევე გული სტკივა ქვეყნისთვის, საქართველოსთვის და იმისთვის, რომ ვერ/არ ასრულებენ იმ მთავარ მოვალეობას, რასაც ჰქვია მოქალაქეების დაცვა. მე მინდა ვისურვო, იმ საქართველოში ვიცხოვროთ ყველამ ერთად, სადაც ქართული ჯარი თავის ადგილზე იქნება და თავის მოვალეობას შეასრულებს ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად და სადაც ქართული პოლიცია თავის მოვალეობას შეასრულებს მოქალაქეების დასაცავად და სადაც ქართველი მოსამართლეები თავის როლს შეასრულებენ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში. ეს დღე მოვა. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს დამოუკიდებლობას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა