რასა იუკნევიჩიენე - ქართველებო, გმირები ხართ, თქვენი ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა, ბრძოლა ევროპისთვის - დიქტატორებს საკუთარი ხალხის ეშინიათ, ერთ ადამიანს დებიძინიზაციის ეშინია, რაც გარდაუვალია, რადგან რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი შეუთავსებელია

მამაცი ქართველი ხალხის მჯერა, ღმერთმა დალოცოს საქართველო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველები გმირები არიან და ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპისთვის ბრძოლაა, ბრძოლა კოლონიური რუსული იმპრესიის წინააღმდეგ.

ევროპარლამენტარის თქმით, დიქტატორებს საკუთარი ხალხის ეშინიათ, საქართველოში კი „ერთ ადამიანს დებინიზაციის“ ეშინია, მაგრამ ეს გარდაუვალია, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი და „ეს რეჟიმი შეუთავსებელია“.

„ძვირფასო ქართველებო, თქვენს წინაშე დიდი პატივისცემით ვდგავარ და მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს თქვენთან ერთად ვარ. თქვენ შესანიშნავები ხართ. ჩემი გმირები ხართ. ევროპაში ძალიან ბევრი ადამიანის გმირები ხართ. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპარლამენტიდან ჩემი ბევრი კოლეგის მილოცვას გადმოგცემთ. თქვენ ბევრი ლიეტუველის გულსა და გონებაში ხართ. ქართველებს, როგორც ლიეტუველებს, ესმით თავისუფლების ფასი, ისევე როგორც მოლდოველებს, უკრაინელებს, ბელარუსებს. თქვენი ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა. ბრძოლა ევროპისთვის. ბრძოლა კოლონიური რუსული იმპრესიის წინააღმდეგ. დიქტატორებს საკუთარი ხალხის ეშინიათ. პუტინია ის, რომელსაც რუსების ყველაზე მეტად ეშინია. ის მათ წამლავს. ლუკაშენკოს ეშინია თავისი ხალხის. მას ათასობით მოწინააღმდეგე ციხეებში ჰყავს გამოკეტილი. ასევე, საქართველოში ერთ ადამიანს ძალიან ეშინია. მას დებიძინიზაციის ეშინია. თუმცა, ეს გარდაუვალია, რადგან ეს რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი შეუთავსებელია. ბიძინას კოლაბორაციონისტებს მივმართავ, ნუ შეგეშინდებათ ახალი და სამართლიანი არჩევნების. მიეცით ქართველ ხალხს უფლება, თქვან რაც მათ სურთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ქართველებო. თქვენ შთაგვაგონებთ. მე დაკავებული მებრძოლების მიმართ სოლიდარობას გამოვხატავ. მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავ. სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და კიდევ უამრავ სხვას. საქართველო ევროპაა. მინდა აქ, თქვენთან ერთად უკრაინის მიმართ მადლიერება გამოვხატო, რომელიც საკუთარი სისხლით მთელ ევროპას იცავს. დიდება უკრაინას. მე ერთიანი დემოკრატიული ევროპის მჯერა. მე მამაცი ქართველი ხალხის მჯერა. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება