ლევან ლორთქიფანიძე - თუ შეთანხმდებიან საზოგადოებრივი ჯგუფები და პარტიები, შეიძლება ღირდეს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა - ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, წარვადგინოთ უპარტიო კანდიდატები მერის პოსტზე

მე ვფიქრობ, რომ თუ შეთანხმდებიან საზოგადოებრივი ჯგუფები და პოლიტიკური პარტიები და საერთო სტრატეგიით გავა, შეიძლება ღირდეს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, “კავკასიური სახლის“ თავმჯდომარემ, ლევან ლორთქიფანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ლევან ლორთქიფანიძის თქმით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, შერჩეული უნდა იყოს ოთხი ნეიტრალური და პროფესიონალი მერობის კანდიდატი.

„სრული ერთობა არ არის საჭირო. გახსოვთ ქართულ ქარტიაში რა ეწერა? ტექნიკური მთავრობის იდეა. შეიძლება ახლა ეს წინადადება განიხილონ ამ პლატფორმებმა, რომ ჩვენი ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, წარვადგინოთ ნეიტრალური, უპარტიო კანდიდატები მერების პოსტზე. ერთიან სიაზე არავინ არ ლაპარაკობს, ერთიან ბლოკზე არავინ არ ლაპარაკობს, მერობის კანდიდატები იყვნენ საერთო და პროფესიონალური წრეებიდან არჩეული. მე მაგალითად მგონია, რომ თბილისს ყელში ამოუვიდა კახა კალაძის ბარბაროსობა. შეხედეთ, რას ჰგავს ქალაქი, ბეტონის ჯუნგლებად არის ქცეული, კორუფციაშია ჩაფლული და სატრანსპორტო კოლაფსია ქვეყანაში. პოლიტიკოსებს რეპუტაცია არ აქვთ, გამარჯობას არ ეუბნებიან და წყალს არ ალევინებენ ქუჩაში, ამიტომ შერჩეული უნდა იყოს ისეთი კადრი, რომელიც არის ნეიტრალური, პროფესიონალური, ტექნოკრატი. ეგო თუ არ გადადეს, ამის გარეშე გამარჯვება არ იქნება და ივანიშვილი სანამ ცოცხალია იქნება ხელისუფლებაში და გააკონტროლებს ამ ვითარებას. ეგ რომ აღარ იქნება, მერე კალაძე იქნება და ა.შ. ვაღიაროთ, რომ არ აქვს ნდობა ამ პოლიტიკურ სპექტრს, არ ენდობა ხალხი იმ პოლიტიკურ პლეადას, რომელიც დღეს არის გაბატონებული სატელევიზიო სივრცეში. არც მამუკა ხაზარაძეს ენდობა არავინ, არც სააკაშვილის ქვეშევრდომებს და არც გიორგი გახარიას. ერთად კი არ უნდა დადგნენ, უკან უნდა ამოუდგნენ იმ ადამიანს, რომელიც შეირჩევა მაგალითად ამ წინააღმდეგობის პლატფორმით და ყველა მხარისთვის იქნება მისაღები. თუ ასეთ კანდიდატები ოთხიდან ორ ქალაქში მოიპოვებენ გამარჯვებას, ეს ლეგიტიმაციას კი არ შემატებს „ქართულ ოცნებას“ პირიქით, ეს იქნება მორიგი ნასროლი ყუმბარა მათი ლეგიტიმაციის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი