ემანუელ მაკრონი გავრცელებულ ვიდეოზე - ჩემს ცოლთან ერთად ვხუმრობდი, რასაც ხშირად ვაკეთებთ

ჩემს ცოლთან ერთად ვხუმრობდი, - ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მედიაში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მეუღლემ, საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა ვიეტნამში, საპრეზიდენტო თვითმფრინავიდან ჩასვლის დროს სახეში ხელი გაარტყა.

„ჩემს ცოლთან ერთად ვხუმრობდი, რასაც ხშირად ვაკეთებთ. ეს არაფერია“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ბოლო კვირების განმავლობაში პირველი შემთხვევა არ არის, როცა მისი ვიდეოების არასწორად ინტერპრეტირება მოხდა.

„ხალხს ეგონა, რომ სხვებს კოკაინი გავუზიარე, თურქეთის პრეზიდენტთან ჩხუბი მქონდა, ახლა კი ჩემს მეუღლესთან ოჯახური კონფლიქტი მაქვს. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა უნდა დამშვიდდეს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მედიის ინფორმაციით, ვიდეო ვირუსულად გავრცელდა რუსეთის სახელმწიფო მედიისა და ფრანგულ ულტრამემარჯვენე მედიის ანგარიშებზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს