„ძლიერი საქართველო" - მოვითხოვთ, უკანონოდ დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას - ეს არის პოლიტიკური დევნის და შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი

„ძლიერი საქართველო" ბათუმში აქციაზე დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

კოალიციის შეფასებით, ის უკანონოდ არის დაკავებული და აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის და შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი.

"ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქციის შემდეგ პოლიციამ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ბათუმის ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი დააკავა.

ამ დრომდე უცნობია ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების მიზეზი.

მოვითხოვთ, უკანონოდ დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას და ველოდებით განმარტებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თუ რის საფუძველზე დააკავეს ჩვენი გუნდის წევრი.

ვაცხადებთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის და შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. ლუკას და ჩვენ, მის თანამებრძოლებს ამით რეჟიმი ვერ შეგვაშინებს. ბრძოლა იქნება ბოლომდე!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს