შსს-ში აცხადებენ, რომ ბათუმში აქციაზე ლუკა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილე, "ძლიერი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება 173-ე და 166-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ბათუმში საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, სამართალდამცავებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რა დროსაც ლუკა ნაცვლიშვილი ადგილზე დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ლუკა ნაცვლიშვილის მხარდასაჭერად და სამართალდამცავების მხრიდან განმარტებების მოთხოვნით, აქციის მონაწილეები ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებასთან მივიდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს