არსებული ინფორმაციით, აქციების მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციების მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას, მისი და ნინი ქემაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს აქციაზე "ქართული ოცნების" დროშის დაწვა.

ნინი ქემაშვილი აცხადებს, რომ მისი ძმა სახლთან დააკავეს, რაც სავარაუდოდ, მომხდარს უკავშირდება.

"თურმე რის გამო დაუკავებიათ.. რუსთაველიდან ვარკეთილამდე გამოყვნენ.სავარაუდოდ, მეტროთი წამოვიდოდა ჩემი ძმა, რადგან აქ ჰყავდა მანქანა გაჩერებული. მეტროში აედევნენ და იცოდნენ, სად მოდიოდა.. 35 ადამიანი 1 კაცის დასაჭერად გამოუშვეს ხალხო.

მე ამ ყველაფერს ფანჯრიდან ვუყურებდი და მერე ჩავედი დაბლა. გვიან მივხვდი რა ხდებოდა. არადა ჩემი ძმა არ არის ჩხუბის თავი. მანქანის კარი მიიხურა და გამოუღეს, ხელი მოკიდეს და გადმოიყვანეს, შეიყვანეს ბნელ ადგილას და იქ ჩასვეს სხვა მანქანაში", -წერს ნინი ქემაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება