სუმის ოლქის ადმინისტრაცია - რუსეთი ოლქში 4 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს და „ბუფერული ზონის“ შექმნის მცდელობებს აგრძელებს

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქის იუნაკოვსკის თემის ნოვენკოესა და ბასოვკას, ასევე ხოტინის თემის ვესელოვკასა და ჟურავკას დასახლებული პუნქტები რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშაა.

„სუმის ოლქის ტერიტორიაზე მტრის კონტროლის ქვეშ იმყოფება იუნაკივსკის თემის ნოვენკოეს, ბასოვკას და ხოტინის თემის ვესელოვკასა და ჟურავკას დასახლებები. ამ სოფლების მაცხოვრებლები დიდი ხნის წინ არიან ევაკუირებულნი, იქ მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება”, - განაცხადა სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ გრიგოროვმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს წინსვლის მცდელობებს ე.წ. „ბუფერული ზონის“ შექმნის მიზნით.

„ბრძოლები გრძელდება სოფელ ვოდოლაგას მიმდებარე ტერიტორიაზე, ვლადიმიროვკას, ბელოვოდის, კონსტანტინოვკასა და კონდრატოვკას მახლობლად ხოტინის თემში, ასევე ლოკნიას მიმდებარე ტერიტორიაზე იუნაკივის თემში“, - აღნიშნა გრიგოროვმა.

მისი თქმით, უკრაინელები მტრის თავდასხმებს იგერიებენ და მათ სუმის ოლქის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევის საშუალებას არ აძლევენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება