WSJ - დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმდინარე კვირაში დაწესებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მიმდინარე კვირაში დაწესების შესაძლებლობას განიხილავს, რადგან ის იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელებით და სამშვიდობო მოლაპარაკებების ნელი ტემპით, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, შეზღუდვები, სავარაუდოდ, ახალ საბანკო სანქციებს არ მოიცავს, თუმცა განიხილება სხვა ვარიანტებიც, რათა რუსეთის ლიდერი აიძულონ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დათმობებზე წავიდეს, მათ შორის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რომელსაც უკრაინა უჭერს მხარს და რომელსაც რუსეთი დიდი ხანია უარყოფს.

გამოცემა წერს, რომ შესაძლოა, ტრამპმა ახალი სანქციები არ დააწესოს და მოლაპარაკებების პროცესი მიატოვოს.

„იმ ადამიანების განცხადებით, ვინც ტრამპის მოსაზრებებს იცნობენ, ის დაიღალა სამშვიდობო მოლაპარაკებებით და განიხილავს, საერთოდ მიტოვოს ის, თუ საბოლოო ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს“, - წერს The Wall Street Journal-ი.

თუმცა, გაურკვეველია, რა მოხდება, თუ აშშ სამშვიდობო პროცესიდან უკან დაიხევს და გააგრძელებს თუ არა ტრამპი უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევას.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ სურს მოლაპარაკებების გზით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ნახვა. პრეზიდენტი ტრამპი ასევე გონივრულად ინახავს ყველა ვარიანტს განსახილველად“, - განუცხადა გამოცემას თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლინ ლევიტმა.

WSJ წერს, რომ ტრამპი კვირების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ზეწოლას, პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმის გამო გაეკრიტიკებინა. უკრაინის ბევრმა მოკავშირემ, მათ შორის სენატორმა ლინდსი გრეჰემმა, ტრამპს განუცხადა, რომ პუტინს არ სურს შეთანმხმება და მხოლოდ სასჯელი აიძულებს მას სერიოზულად აწარმოოს მოლაპარაკება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია