ბადრა გუნბა - აფხაზეთში რუსეთიდან ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიზნით მუშაობა მიმდინარეობს

რუსეთიდან აფხაზეთში ფრენების გეოგრაფია ფართოვდება, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ახალ მიმართულებებზე, რომლის მიმართაც ინტერესს რუსეთის ფედერაციის ავია გადამზიდავები იჩენენ, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ფრენების გეოგრაფია ფართოვდება. რამდენიმე ავიაკომპანია აქტიურ ინტერესს იჩენს. დღეს ჩვენთან თვითმფრინავები უკვე დაფრინავენ მოსკოვიდან, ნიჟნი ნოვგოროდიდან და რუსეთის სხვა ქალაქებიდან. დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე გეოგრაფია გაფართოვდება“, - აღნიშნა გუნბამ.

მისი თქმით, სოხუმის აეროპორტი იყო და რჩება აეროპორტად, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი აქვს.

„აეროპორტი თითქმის მთელი წლის განმავლობაში ღიაა, არანაირი ამინდის პირობები არ გვიშლის ხელს ამ პროექტის განხორციელებაში და ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრი ავიაკომპანია კმაყოფილებით და ინტერესით მოეკიდება ამ პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნა გუნბამ.

შეგახსენებთ, სოხუმის აღდგენილ აეროპორტში რუსეთიდან რეგულარული რეისები, რომლებიც 32 წლის წინ შეწყდა, მიმდინარე წლის 1-ელ მაისს აღდგა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ქმედებები დაგმო და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასა

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს