დიმიტრი სანაკოევი - 2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილმა მითხრა, „თუ დღეს კიდევ რამე დარღვევა მოხდება, ცხინვალში უნდა შევიდეთო“, ვუპასუხე, „ზუსტად ამას ელოდებიან რუსები, გეგმას ამზადებენ-მეთქი“, მისი პასუხი იყო: „ნუ გეშინია, უკვე ყველაფერი შეთანხმებულიაო“

[2008 წლის] 7 აგვისტოს, 17:00 საათზე დამიბარა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მაშინ უკვე პოპოვთან კონფლიქტი იყო და ჩოჩიევთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. ასე მითხრა, ახლა მეც განცხადებას ვაკეთებ, რომ სიტუაცია დავამშვიდოთ, იქნებ თქვენც გააკეთოთ მიმართვა ოსების მიმართ. თუ კიდევ დღეს რამე დარღვევა მოხდება, ეგრევე უნდა შევიდეთო [ცხინვალში], - ამის შესახებ 2006-2022 წლებში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს განუცხადა, რომ სწორედ ქართველების ცხინვალში შესვლას ელოდნენ რუსები და მათ გეგმაც ჰქონდათ, ქართული ჯარის შესვლის შემთხვევაში რა უნდა გაეკეთებინათ, თუმცა მაშინდელი პრეზიდენტისგან მიიღო პასუხი, რომ უკვე ყველაფერი შეთანხმებული იყო.

„ვუპასუხე, ზუსტად ამას ელოდებიან რუსები-მეთქი, რომლებიც ამზადებდნენ გეგმას, ქართული ჯარი რომ შევა, რა უნდა გააკეთონ იქაურებმა. რუსები ამას ცდილობენ და ზუსტად ასე ვუთხარი. [სააკაშვილმა მიპასუხა] ყველაფერი შეთანხმებულია უკვე, ნუ გეშინიაო. ვიცოდი, რომ რუსები ამზადებდნენ ოსებს, შეიარაღებულ ძალოვნებს. რუსები იძახდნენ, ქართული ჯარისკაცები და ტანკები რომ შემოვლენ, ამ ადგილზე უნდა იყოთო. ერთი დღე გინდათ თქვენ რომ აქ იომოთ და მერე ჩვენც ჩამოვალთო“, - განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.

2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ასევე ჰკითხა, თუ სად ნახა მან მერაბიშვილი გორში, სანაკოევმა კი განაცხადა, რომ „სადღაც სამხედრო ნაწილის შტაბში იყო“.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილთან ერთად იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, რომლებსაც გადაწყვეტილებების მიღება უჭირდათ.

„[მასთან ერთად] ორივე მინისტრი იყო - შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი. მათ გარშემო იყვნენ ოფიცრები, გენერლები, ხალხი, თბილისიდან ჩამოსული. [კეზერაშვილთან] კავშირიც არ მქონდა. უბრალოდ იქ ვნახე კაცი, რომელიც არაადეკვატური იყო. მშვიდი არ იყო. გადაწყვეტილების მიღებაზე ძალიან ნერვიულობდნენ, უჭირდათ“.-განაცხადა სანაკოევმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება