მარია ზახაროვა - სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მემორანდუმი კონფლიქტის მოგვარების პრინციპებსა და სამშვიდობო შეთანხმების დადების ვადებს მოიცავს

სამშვიდობო პროცესის შესახებ მემორანდუმზე მუშაობა გრძელდება, მემორანდუმი შეიცავს კონფლიქტის მოგვარების პრინციპებსა და ვადებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„რუსეთი აგრძელებს მემორანდუმის პროექტის შემუშავებას მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია მთელი რიგი პოზიციები, როგორიცაა მოგვარების პრინციპები, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების დადების ვადები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტა იმ შემთხვევაში, თუ, ხაზგასმით აღვნიშნავ, შესაბამისი შეთანხმებები იქნება მიღწეული“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, მემორანდუმი უკრაინულ მხარეს მომზადებისთანავე გადაეცემა.

„ველით, რომ უკრაინული მხარეც იგივე სამუშაოს შეასრულებს და თავის დასკვნებს რუსული დოკუმენტის მიღებასთან ერთად გამოგვიგზავნის“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი