Reuters - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვევა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი, რომელიც სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, მიმდინარე კვირაში უკრაინას ეწვევა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ ოფიციალურ პირებს შეხვდება და სტამბოლში 16 მაისს რუსეთის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებს განიხილავს.

ცნობისთვის, ჰაკან ფიდანი გუშინ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და უკრაინასთან მოლაპარაკებებისას რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, ვლადიმერ მედინსკის შეხვდა.

„პუტინმა და ფიდანმა უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მიზნით ბოლო დროს განხორციელებული ინიციატივები განიხილეს“, - განაცხადა თურქულმა წყარომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს