პეტრე ცისკარიშვილი - ვინც დღეს საუბრობს, რომ თუნდაც კოსმეტიკური ცვლილებებით არჩევნებზე გასვლას აზრი აქვს, ამ ადამიანებს მხოლოდ მანდატები უნდათ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არც საპარლამენტო და არც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ცისკარიშვილის შეფასებით, ის ვინც, ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობით შედეგს მიაღწევს, ამ ადამიანებს მხოლოდ სადეპუტატო მანდატები აინტერესებთ.

„ვინც დღეს საუბრობს, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ამ სუს-ით, ამ ადმინისტრაციული რესურსით, ცესკოში, თუნდაც კოსმეტიკური ცვლილებებით რამე შედეგს მიაღწევს და საპარლამენტო არჩევნებზე გასვლას აზრი აქვს, ამ ადამიანებს მხოლოდ სადეპუტატო მანდატები, პარლამენტში ფრაქცია უნდათ, რომ ფრაქციის თავმჯდომარეებიც იყვნენ და „ოცნების ოპოზიციად“ იწოდებოდნენ. ეს არის იმ ადამიანების ერთადერთი ამოცანა, რომლებიც მზად არიან, ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის პირობებში ძირეული, ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე, საპარლამენტო არჩევნებში შევიდნენ. როდესაც ქალბატონი სალომე გვეუბნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს აზრი არ აქვს და საპარლამენტო არჩევნები ჩაგვიტარეთო, აქ სად არის ლოგიკა? თუ საპარლამენტო არჩევნებს აქვს აზრი, მაშინ ადგილობრივს რატომ არ აქვს? ივანიშვილი ისევ გააყალბებს არჩევნებს, ისევ არალეგიტიმური იქნება, ისევ დააშინებს ამომრჩეველს, არ იქნება სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები, არ იქნება კონკურენტული გარემო, რადგან თუნდაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, სხვა პოლიტპატიმრებიც ციხეში არიან. მაშინ, როდესაც მთავარი მოთამაშეები ციხეში იზოლირებულები არიან, არჩევნების ჩატარდება ვერანაირ კონკურენტულ სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს, ასე იყო 26 ოქტომბერსაც“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს