პარლამენტმა, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად, დაზვერვის სამსახური სუს-ის მმართველობის სფეროში გადავა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად ამჟამად პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადავა.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, დაზვერვის სამსახური სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ყალიბდება.

ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე იქნება და მის ზედამხედველობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი განახორციელებს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პირველი მოსმენით, 87 ხმით - ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება