ფრიდრიხ მერცი - რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში, შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვის მომზადება მოგვიწიოს - თავიდანვე არ მქონია ილუზია, რომ ომის დასრულება ძალიან სწრაფად მოხდებოდა

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომის სწრაფად დასრულების შესახებ ილუზიები არ აქვს.

„შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვის მომზადება მოგვიწიოს. ისტორიის განმავლობაში, კონფლიქტები, როგორც წესი, მაშინ მთავრდებოდა, როდესაც ერთი ან ორივე მხარე გამოფიტული იყო, სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. ცხადია, რომ ამ ომში ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ამისგან“, - განაცხადა მერცმა ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან ფინეთის ქალაქ ტურკუში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ომი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არ ეხება, ამიტომ კიევის მხარდაჭერა გაგრძელდება.

„1990 წლის შემდეგ რუსეთთან ერთად დამყარებული პოლიტიკური წესრიგი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. გვემუქრებიან და ჩვენ ამისგან თავს ვიცავთ“, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, წარუმატებელი აღმოჩნდა ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების მიერ ბოლო სამი კვირის განმავლობაში გაწეული ძალისხმევა, ზეწოლა მოეხდინათ რუსეთზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე დათანხმების მიზნით.

“თუმცა, თავიდანვე არ მქონია ილუზია, რომ ეს ძალიან სწრაფად მოხდებოდა“, - განაცხადა მერცმა და დასძინა, რომ ამ დროისთვის რუსეთი ცეცხლის შეწყვეტით დაინტერესებული არ არის.

„ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს თავის დაცვა და ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს