1 ივნისისთვის ბიზნესები „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერით სპეციალური შეთავაზების შექმნას შეძლებენ

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკი, შესაძლებლობას აძლევბს ბიზნესებს, ბავშვთა დაცვის დღისთვის სპეციალური შეთავაზებები დანახარჯების გარეშე მოამზადონ.

თუ გაქვთ კვების ობიექტი, გასართობი ცენტრი, ყიდით აქსესუარებს, სათამაშოებს ან საკანცელარიო ნივთებს, შესაძლებლობა გაქვთ, შექმნათ 30%-იანი ქეშბექის შეთავაზება (მაქს. 20 ლარი) sCool Card-ის მფლობელებისთვის ან 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი (მაქს. 25 ლარი).

მომხმარებლებისთვის დასაბრუნებელ თანხას კი საქართველოს ბანკი დააფინანსებს. (sCool Card-ით გადახდის შემთხვევაში 20 ლარს, PLUS ბარათით გადახდის შემთხვევაში კი 25 ლარის PLUS ქულებს)

კამპანიაში ჩართვა და სასურველი შეთავაზების შექმნა შეუძლია ყველა ბიზნესს, რომელსაც აქვს საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში და რომლის ყოველთვიური ბრუნვაც, ბოლო 3 თვის განმავლობაში, არ აღემატება 1 000 000 ლარს, ამასთან — მისი საქმიანობა დაკავშირებულია კვების, გართობისა და შოპინგის ინდუსტრიასთან.

სასურველია, ბიზნესებმა შეთავაზებები 28 მაისის ჩათვლით შექმნან. შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი არის საქართველოს ბანკის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან ფასდაკლების, PLUS ქულების და ქეშბექის შეთავაზებები და გამოაქვეყნონ საქართველოს ბანკის მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე — პლატფორმებზე, რომელთაც 1 600 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს.

Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის შესახებ იხილეთ ვიდეო და შექმენით შეთავაზება.

ცნობისთვის, პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება უნდა მიანიჭოს დირექტორმა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს