გიორგი გახარია - „პარლამენტში მაისამდე შევლენო“, დამთავრდა მაისი! არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე - ბოიკოტში ვართ და პარლამენტში არ შევდივართ

დამთავრდა მაისი! ხელისუფლება უადგილო ადგილას ღელავს ხოლმე: „მაისამდე შევლენ“ ან „მაისამდე გამოაცხადებენ“ - არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე - საქართველოს XI მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ვამბობ, ჩვენ დღეს ბოიკოტში ვართ და არ შევდივართ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაიმე შეიცვალა პარტია დამალვას არ აპირებს.

„დამთავრდა მაისი! ხელისუფლება უადგილო ადგილას ღელავს ხოლმე - „მაისამდე შევლენ“ ან „მაისამდე გამოაცხადებენ“ - არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე! ხომ გახსოვთ, „ნაცებს“ ჰქონდათ [განცხადებები], რომ „გახარია საქართველოსთვის „ ლეგიტიმაციას მისცემდა „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში შევიდოდით. შევედით? - არა. ჩვენ გვაქვს ძალიან პრაგმატული, გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკა. ჩვენ 180 გრადუსით არ ვცვლით მიდგომებს. ამიტომ საქართველოს XI მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ვამბობ, ჩვენ დღეს ბოიკოტში ვართ და არ შევდივართ. თუ რაღაც შეიცვალა, ხომ გვეტყობა, რომ არ ვმალავთ, არავის ვეპარებით, უჩუმრად არაფერს ვაკეთებთ და სიურპრიზებს არ ვაწყობთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ღიად. დღეს მსოფლიოში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ყველა პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის მთავარი მიზანი დღეს საქართველოში მთავარი პრობლემის რადიკალიზაციის დაძლევა უნდა იყოს. გლობალური თამაშის წესები იცვლება“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს