SOLO Education-ის ფარგლებში OnCampus Paris-ის ცენტრის დირექტორთან, კაროლინ მაიკლსთან შეხვედრა იმართება

SOLO საკუთარი მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, SOLO Education-ის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ გამორჩეული სპიკერების საინტერესო ლექციებს, რაც მათ საუკეთესო განათლების მიღებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

ინიციატივის ფარგლებში, 28 მაისს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში SOLO მომხმარებლებისთვის შეხვედრა გაიმართება OnCampus Paris-ის ცენტრის დირექტორთან, კაროლინ მაიკლსთან, სადაც სპიკერი საფრანგეთში სწავლასა და სტუდენტობის შემდეგ დასაქმების შესაძლებლობებზე ისაუბრებს.

ამასთან, აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა, გაესაუბრონ საზღვარგარეთ სწავლის საკონსულტაციო სააგენტო - Training Lab-ის წარმომადგენლებს და მიიღონ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის სააპლიკაციო თუ სავიზო პროცედურებზე.

შეხვედრაზე დასწრება SOLO მომხმარებლებს შეეძლებათ. ამისათვის, მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება