„Front News საქართველო“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ენერგოეფექტურობის კამპანიის დახურვის ღონისძიებას უმასპინძლებს

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ (GESRP) ფარგლებში განხორციელებული რეგიონალური ენერგოეფექტურობის კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება "Front News საქართველოს" ორგანიზებით.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ახალგაზრდული კონკურსების მონაწილეები, გამარჯვებულები, მასწავლებლები და მოსწავლეები.

ღონისძიება სასტუმრო „გორი ინნში“ 28 მაისს ჩატარდება.

ღონისძიების მთავარი მიზნებია:

კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღწევების შეჯამება

გამარჯვებულთა დაჯილდოება კონკურსებში:

„ენერგოეფექტურობა დღეს“ – ჟურნალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

„ჩემი თვალით დანახული ენერგოეფექტურობა“ – ხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

თემატური გამოფენის მოწყობა – კამპანიის ფარგლებში შექმნილი პოსტერების პრეზენტაცია

ტრენინგებში მონაწილე ახალგაზრდებისთვის ცნობიერების ამაღლება ენერგოეფექტურობისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე.

„ღონისძიება წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს საზოგადოებრივი ჩართულობისა და ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდისკენ ენერგოეფექტურობის მიმართულებით, რაც ევროკავშირისა და საქართველოს გრძელვადიან პარტნიორობაში წარმოადგენს მნიშვნელოვან პრიორიტეტს.

სამი თვის მანძილზე განხორციელებული კამპანია მიზნად ისახავდა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ქალების და მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას პროექტის სამიზნე რეგიონსა და სრულიად საქართველოში ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარების გზით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia/

პროექტის შესახებ:

“საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა” ხორციელდება ევროკავშირისა და KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამას 2021 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი, GOPA Tech-ის ხელმძღვანელობით. რეგიონალური ენერგო ეფექტურობის კამპანიის განმახორციელებელია შპს “მეს”.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება