ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითის“ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება - ჩვენ გვინდა ურთიერთობა ისეთ ამერიკასთან, რომელიც იქნება თავისუფალი „დიფ სთეითისგან“

"დიფ სთეითის“ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება – „დიფ სთეითმა“ თუ უნდა მართოს აშშ შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც, როგორც ამას აკეთებდა გასული 4 წლის განმავლობაში, ასეთ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს სურს ურთიერთობა აშშ-სთან, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოსთან და ამას ელოდება.

„არ არის მაინცდამაინც რელევანტური აქცენტი, რასაც აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენთვის არის ღირებული ისეთ ამერიკასთან ურთიერთობა, რომელშიც არ დომინირებს „დიფ სთეითი“. „დიფ სთეითმა“ მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას ამერიკული ბიუროკრატიის ხელით. 2003 წელს მათი ორგანიზებით მოხდა საქართველოში ვარდების რევოლუცია, რომელმაც ქვეყანას მოუტანა 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი, აგენტურის მმართველობა. დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%. დანაშაული მკვლელობა, წამება, მედიის მიტაცება, ბიზნესის რეკეტი. ეს ყველაფერი ხდებოდა სისტემურად. რა თქმა უნდა, ასეთ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება. ჩვენ გვინდა ურთიერთობა ისეთ ამერიკასთან, რომელიც იქნება თავისუფალი „დიფ სთეითისგან“. არც მილოცვები გვინდა ასეთი, არც სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობაც, კომუნიკაციაც ისეთ ამერიკასთან, რომელიც გათავისუფლდება „დიფ სთეითისგან“. ამიტომ მოთმინებით ველოდებით ამ პროცესს“, – განაცხადა პრემიერმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელის ვებგვერდი ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო