რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ქვეყნის 13 ოლქში 296 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის 13 ოლქის თავზე თავზე 296 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს მოსკოვის, ბრიანსკის, ბელგოროდის, ვლადიმირის, ვორონეჟის, ივანოვოს, კალუგის, კურსკის, ორიოლის, რიაზანის, სმოლენსკის, ტვერისა და ტულის ოლქების ტერიტორიებზე.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვმა განცხადებით, ოლქში ღამით 42 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში თვითმფრინავების ჩაფრენასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები მოქმედებდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება