თეა წულუკიანი - 90-იანი წლებიდან დღემდე, ვახტანგ გომელაური იყო საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი და ის, ვინც თავისი საქმით, პროფესიონალიზმით და ღირსებით ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ ქვეყანა იყო მშვიდად

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კომისიის სხდომა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაურის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაზე საუბრით გახსნა.

მან გომელაურს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ბატონ ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ზუსტად ამ წუთებში ჩვენ შევიტყვეთ მისი ნება-სურვილისა და გადადგომის შესახებ. მიმუშავია რა მასთან და მიმუშავია არა ერთი წელი ვთვლი, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი და ის, ვინც თავისი საქმით, თავისი პროფესიონალიზმით და ღირსებით ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ როგორც ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად“, - აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანი წარმატებებს უსურვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თითოეულ პოლიციელს და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

„იყო მშვიდად იმ გაგებით, რომ ხელმძღვანელად იყო პირი, ვინც იცოდა როგორ უნდა უზრუნველყო უსაფრთხოება და იმავდროულად დაიცვა ის ბალანსი, რომელსაც ამ დელიკატური საქმის კეთება გულისხმობს. ასეთია მისი ნება-სურვილი. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და ეს მისი არჩევანია. თუმცა, ჩვენი ვალია, რომ მადლობა ვთქვათ და წარმატებები ვუსურვოთ მთელ იმ დიდ სისტემას, რომელსაც ის მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ვისარგებლოთ შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი სისტემის თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის დიდი მადლობა გადავუხადოთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს