პაატა მანჯგალაძე - ჯერ ღარიბაშვილი და ლილუაშვილი, ახლა გომელაური - ეს უბრალოდ საკადრო ცვლილება არ არის, ეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შიდა რყევების და კრიზისის ნიშანია

ჯერ ღარიბაშვილი და ლილუაშვილი, ახლა გომელაური - ეს უბრალოდ საკადრო ცვლილება არ არის. ეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შიდა რყევების და კრიზისის ნიშანია,- ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კრიზისი რეალურ გამარჯვებად უნდა ვაქციოთ.

„როდესაც სისტემას ტოვებენ ივანიშვილის ყველაზე ერთგული, ინფორმირებული და გავლენიანი ფიგურები, მხოლოდ ორი ახსნა რჩება:

პირველი, ან ისინი ტოვებენ სისტემას , რომ მომავალში თავიანთი გადარჩენა უზრუნველყონ, გრძნობენ, რომ გემი იძირება. ან მეორე, თავად რეჟიმი ხვდება, რომ არსებული სტატუს-კვოთი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას და იწყებს გადაჯგუფებას, დროის მოსაგებად.

ორივე შემთხვევაში ფაქტი ერთია, რეჟიმს უჭირს და იწყებს შიგნიდან ჩამოშლას, კრიზისი რეალურია.

ეს უკვე ნანახი გვაქვს: სერბეთი, 2000 წელი - მილოშევიჩის რეჟიმი დაიშალა მას შემდეგ, რაც ძალოვან სტრუქტურებში შიდა რყევები და გადადგომები დაიწყო. რეჟიმი მალე დაემხო.

საქართველო, 2003 წელი: ვარდების რევოლუციამ იმიტომ იმუშავა, რომ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების ნაწილი მანამდე გადადგა , ახალ დანიშნულების ნაწილმა კი შევარდნაძის მხარდაჭერა შეწყვიტა.

ტუნისი, 2011 წელი - როდესაც ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა ბენ ალის რეჟიმის დატოვება დაიწყეს, სულ მალე დიქტატორი გაიქცა და რეჟიმი ჩამოიშალა.

ახლა უკვე ყველაფერი ჩვენზეა, ეს კრიზისი რეალურ გამარჯვებად უნდა ვაქციოთ.

საქართველოს მომავალი არ ეკუთვნის შიშზე აშენებულ ერთი კაცის ავანტიურას, რომელიც საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გამო წირავს ადამიანებს.

ეს ქვეყანა ეკუთვნის თავისუფლების მოყვარე ხალხს და მათი გამარჯვების რწმენას!“ - წერს პაატა მანჯგალაძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის