სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

თბილისის განვითარების ფონდი სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მნიშვნელოვანია. არაერთი ისეთი პროექტი განვახორციელეთ, როგორიც იყო ორბელიანის მოედანი, მიმდებარე ქუჩები, გუდიაშვილი მოედანი. შემდეგი იქნება სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების განახლება. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოტურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, რაც გულისხმობს აღნიშნულ არეალში მიწისქვეშა სისტემებისა და მიწისზედა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას. ამ ეტაპის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 5 მლნ-მდე ლარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, მერის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ამ ეტაპზე აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია განხორციელდება.

„მათგან რვა შენობა სულხან-საბას ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი 13 ნაგებობა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს. სამშენებლო მოცულობა შეადგენს 45 000 კვადრატულ მეტრს, ბენეფიციარების საერთო რაოდენობა კი 469-ს. რეაბილიტაციის აღნიშნული ეტაპი მწვავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციასა და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას, ასევე, გადახურვის შეცვლას გულისხმობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მთლიანობაში სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 115 მლნ ლარი დაიხარჯება. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება, გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა, გამარჯვებული კომპანიის შესახებ კი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი