მიხეილ სარჯველაძე - ვახტანგ გომელაური დადებით შეფასებას იმსახურებს, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან მძიმე და რთულ ვითარებაში შეძლო უმძიმესი გამოწვევებისთვის თავი გაერთმია

ვფიქრობ, ვახტანგ გომელაური ერთმნიშვნელოვნად დადებით შეფასებას იმსახურებს, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ამ სტრუქტურამ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან მძიმე და რთულ ვითარებაში შეძლო უმძიმესი გამოწვევებისთვის თავი გაერთმია - რა თქმა უნდა, ეს არის პირადად ბატონი ვახტანგის მაღალი კვალიფიკაციის და მისი პიროვნული ღირსებების დამსახურება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ბატონ ვახტანგს ჩემი მხრიდანაც მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. მე ვფიქრობ, ის ერთმნიშვნელოვნად დადებით შეფასებას იმსახურებს. ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ამ სტრუქტურამ ძალიან მძიმე და რთულ ვითარებაში შეძლო უმძიმესი გამოწვევებისთვის თავი გაერთმია. ეს არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად დასაფასებელი. რა თქმა უნდა, ეს არის პირადად ბატონი ვახტანგის მაღალი კვალიფიკაციის და მისი პიროვნული ღირსებების დამსახურება. მე მას მივიჩნევ როგორც მეგობარს, მე მას განსაკუთრებულად პატივისცემით ვეპყრობი და ბუნებრივია, რომ ეს დამოკიდებულებაც გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, ჩემს აბსოლუტურად პოზიტიურ დამოკიდებულებაზე. ნამდვილად გულდასაწყვეტია მისი გადაწყვეტილება, თუმცა მის ამ მოტივაციაზე, რის გამოც მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე რაიმე ინფორმაციის მოწოდება გამიჭირდება,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

მან ასევე პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ის, რაც საქართველოში ამ დღეებში განმავლობაში ხდებოდა, აბსოლუტურად სცილდებოდა თავისუფალი და მშვიდობიანი აქციის ფარგლებს, პოლიცია კი ვალდებულია, საზოგადოებრივი წესრიგი განუხრელად დაიცვას.

„ამაზე ახლა ჯანდაცვის მინისტრმა რომ განმარტებები მოგცეთ, მიუხედავად იმისა, რომ იურისტი გახლავართ, არ იქნება, ალბათ, მართებული, მაგრამ მაინც გეტყვით ჩემი როგორც თუნდაც, ამ ქვეყნის მოქალაქის პოზიციას. მე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ის, რაც ხდებოდა საქართველოში ამ დღეებში განმავლობაში, რომელსაც თქვენ გულისხმობთ, რასაკვირველია, აბსოლუტურად სცილდებოდა თავისუფალი და მშვიდობიანი აქციის ფარგლებს. ეს არ იყო, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი აქცია და ბუნებრივია, ასეთ დროს პოლიციას არამც თუ უფლება აქვს, არამედ, ის ვალდებულია, საზოგადოებრივი წესრიგი განუხრელად დაიცვას,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო