ვეფხია კასრაძემ სასამართლო პროცესზე მისი დამკავებლის სტატუსით მყოფ გამომძიებელზე განაცხადა, რომ ის დაკავების ადგილზე არ ყოფილა, რაზეც გამომძიებელმა თქვა, რომ ნამდვილად იქ იყო

ყველანი მახსოვხართ, თქვენ - არა, თქვენ იქ არ ყოფილხართ, - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ მის დამკავებელ გამომძიებელს, ივანე ფირცხალაიშვილს, რომელმაც სასამართლოში ჩვენება მისცა.

გამომძიებლის ჩვენების მიხედვით, სწორედ მან დააკავა ვეფხია კასრაძე, ასევე გაჩხრიკა მისი ავტომანქანა. ფირცხალაიშვილის თქმით, კასრაძეს დაკავების მომენტში წინააღმდეგობა არ გაუწევია და ყველაფერი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. მას კითხვებით მიმართა ბრალდებულმა და აღნიშნა, რომ ეს გამომძიებელი იქ არ ყოფილა.

„მე მადლობაც გადავუხადე სასამართლოზე პოლიციელებს, ვინც ჩემი დაკავება მოახდინა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სწორი ქმედება ნამდვილად იშვიათი გახდა, დღესაც მადლობას ვუხდი მათ, მაგრამ ბატონო ივანე, თქვენ იქ არ ბრძანდებოდით, იქ ჩემი მეგობარი იყო, მას მოკიდეს ხელი, თქვენ ხართ ვეფხია კასრაძეო, მე ვერ მიცნეს. რა მეცვა მაშინ?“, - მიმართა გამომძიებელს ბრალდებულმა, რასაც ფირცხალაიშვილმა უპასუხა, რომ ის „სამუშაო ფორმაში იყო, გარკვეულ სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა“.

„ვინც იქ იყო, არავისთან პრეტენზია არ გამაჩნია, არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჰქონია ადგილი, არაფერში ვადანაშაულებ მათ, თუმცა, თქვენ იქ არ იყავით“, - მიმართა კვლავ გამომძიებელს კასრაძემ.

აღნიშნულზე ფირცხალაიშვილმა ბრალდებულს უპასუხა, რომ ის დაკავების ადგილას ნამდვილად იმყოფებოდა, ის ყოველდღიურად სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში იღებს მონაწილეობას და ვერ დაიმახსოვრებს, ვის რა აცვია.

„იქ ვიყავი და არ ვიცი, როგორ დაგიმტკიცოთ. კონკრეტულად რა ეცვა, ჩემი ინტერესის სფერო არ ყოფილა, „სამსუნგის“ ტელეფონი გქონდათ, გაბზარული იყო, თქვენ თვალწინ დავლუქე, ხელი არ მომიწერეთ. ვადასტურებ, ჩვენს მიმართ გამოხატულ პატივისცემას. რა გეცვათ, არ მახსოვს, ვერ მოვიტყუები",- განაცხადა გამომძიებელმა.

მას ადვოკატმა კახა კოჟორიძემაც დაუსვა კითხვები, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ის ბინა, სადაც კასრაძე დააკავეს, რა სიმაღლის ჭერი ჰქონდა, რამდენ ოთახიანი იყო, კედლები გალესი იყო, თუ შპალერი იყო გაკრული.

„პირი უნდა დამეკავებინა და ბინა რა მდგომარეობაში იყო, ეს ჩემი ინტერესის სფერო არ იყო“,- განაცხადა ფირცხალაიშვილმა და იქვე აღწერა ოთახების განლაგება, მათ შორის, ისიც აღნიშნა, რომ აივნიდან შემოვიდა ერთ-ერთი პიროვნება.

ამ წუთებში, სასამართლოში ჩვენებას ექსპერტები აძლევენ.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება