Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში

„დეილი ჯგუფმა“ და Tempo Beverages Ltd-მა (ტემპო ჯგუფი) წარმატებით დაასრულეს სტრატეგიული მოლაპარაკება, რომლის ფარგლებშიც „ტემპო ჯგუფი“ ქართული ლუდის კომპანიის („ზედაზენი“) 60%-იანი წილის მფლობელი გახდა.

Tempo Beverages Ltd. (ტემპო ჯგუფი) ლუდისა და სასმელების მწარმოებელი და სადისტრიბუციო წამყვანი კომპანიაა, რომელიც 1954 წლიდან საქმიანობს ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ. კომპანიის სტრატეგიულ პარტნიორთა შორისაა ლუდის ინდუსტრიის გლობალური ლიდერი – Heineken, რომელიც, თავის მხრივ, „ტემპო ჯგუფის“ 40%-იან წილს ფლობს.

შესაბამისად, „ტემპო ჯგუფის“ ინვესტიციით, არაპირდაპირ, „ჰაინეკენიც“ „ზედაზენის“ მეწილე ხდება.

კახაბერ კოტრიკაძე, სს ქართული ლუდის კომპანია ზედაზენისდირექტორი:

ტემპო ჯგუფის ინვესტიცია არა მხოლოდ ადასტურებს საქართველოს ბაზრის საინვესტიციო პოტენციალს, არამედ ქართული ეკონომიკის გლობალურ ბიზნესქსელებში ინტეგრაციის თვალსაჩინო მაგალითია.

ზედაზენში ტემპო ჯგუფისდა ჰაინეკენისგამოცდილებისა და საერთაშორისო ნდობის ინტეგრაცია კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს ტექნოლოგიურ ინოვაციების დანერგვას ქართულ საწარმოში. მათთან პარტნიორობა ხელს შეუწყობს როგორც ქართულ პროდუქციაზე ნდობისა და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ისე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.

Daniel Beer, ,,ტემპო ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი

ჩვენი მიზანია, რომ Tempo Beverages-ის გლობალური ქსელის, ტექნოლოგიური კომპეტენციისდა მარკეტინგული ექსპერტიზის გამოყენებით გავაძლიეროთ ზედაზენისლიდერობა შიდა ბაზარზე, დავნერგოთ ინოვაციური პროდუქტის ხაზები და განვავითაროთ ექსპორტის შესაძლებლობები. ამ პარტნიორობით ვხედავთ შესაძლებლობას, რომ ზედაზენიიქცეს რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეულ სასმელების მწრმოებლად, რომელიც წარმატებით გავა საერთაშორისო ბაზრებზე და ამავე დროს შეინარჩუნებს ქართულ იდენტობას, ტრადიციასა და ადგილობრივ ღირებულებებს“.

გარიგების დასრულება სტრატეგიული თანამშრომლობის პირველი ნაბიჯია. მხარეები ინვესტიციების ახალ ტალღას გეგმავენ, რომელიც მოიცავს პროდუქციის განვითარებას, საწარმოო სიმძლავრეების გაზრდასა და ინოვაციური სტრატეგიების დანერგვას, რაც მაქსიმალურად იქნება მორგებული ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზე.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება