ლევან ხაბეიშვილი გომელაურის გადადგომაზე - კიდევ ერთი სათამაშო მოისროლა ივანიშვილმა - ჩვენი მიზანი უნდა იყოს ივანიშვილის დამხობა თავის სათამაშოებთან ერთად

კიდევ ერთი ადამიანი/სათამაშო მოისროლა ივანიშვილმა, „ნახმარს“ ვერაფერს ვერ იტანს - ჩვენი მიზანი კი უნდა იყოს მხოლოდ ერთი: ივანიშვილის დამხობა თავის სათამაშოებთან ერთად, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც ვახტანგ გომელაურის შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ვახტანგ გომელაურს წასასვლელი არსად აღარ აქვს, რადგან „მაგნიტსკის“ სიაშია.

„კიდევ ერთი ადამიანი/სათამაშო მოისროლა ივანიშვილმა და მას აქვს ასეთი დამოკიდებულება, რომ „ნახმარს“ ვერაფერს ვერ იტანს, შესაბამისად, ლილუაშვილის შემდეგ, ახლა უკვე გომელაურის დრო დადგა, წასასვლელიც არ აქვს ოღონდ არსად, ევროპაშიც ვერ წავა, „მაგნიტსკის“ სიაშია, აშშ-იც ვერ წავა, ტერორისტების და მკვლელების სიაში ჰყავს შეყვანილი აშშ-ს, ივანიშვილს ეს არ აინტერესებს და მოისროლა „ნახმარი ნაჭერივით“ და ეს ელის ყველას, კოლექტიურ სირაძეებს, ხარებებს, ივანიშვილი ვერ იტანს ნახმარ სათამაშოებს და ახლა სურს ახალი სათამაშოებით შეავსოს დე-ფაქტო მთავრობა.

ახალი მინისტრი [გელა გელაძე] არის მდინარაძის ლობირებით, იმას მიაღწია, რომ თვითონ თუ არ დანიშნეს მინისტრად, მისი ლობირების ქვეშ მაინც დაინიშნა კონკრეტული ადამიანი, თუმცა ეს არის სათამაშოებით თამაში და უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი მიზანი ივანიშვილის დამხობა უნდა იყოს, მის სათამაშოებთან ერთად“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს, დილით გაავრცელა. როგორც ის აცხადებს, დღეს ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, რის გამოც თავს უფლება მისცა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა.

დღესვე, შს მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გელა გელაძე წარადგინა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა