ტრანსპორტერის მომხმარებლები „პრიმოს“ შეთავაზებებით ისარგებლებენ

„ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის, „პრიმოსა“ და ტრანსპორტერის პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც ტრანსპორტერში BRP, CF Moto, LVTONG და EZGO-ს ტექნიკას შეიძენენ, სპეციალური პირობებით ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრანსპორტერი BRP, CF Moto, LVTONG და EZGO-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს სთავაზობს ბაგების, კვადროციკლებისა და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების ფართო არჩევანს.

„ტრანსპორტერთან ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს და მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ტრანსპორტერის მომხმარებლებს „პრიმოს“ სახით პრემიუმ დაზღვევის კომფორტი შევთავაზოთ. ამჯერად, მომხმარებლებს BRP და CF Moto-ს ტექნიკაზე, დაზღვევის ექსკლუზიურ პირობებს ვთავაზობთ. „ალდაგი“ არის პირველი სადაღვევო კომპანია ბაზარზე, რომელმაც „პრიმო“ დაზღვევის სახით, მომხმარებლებს შესთავაზა ბაგების, კვადროციკლებისა და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა,“ - აცხადებენ „ალდაგში“.

მათივე ცნობით, „პრიმო“ „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდია სრულფასოვანი სადაზღვევო პაკეტით, გამორჩეული კულტურითა და შეთავაზებებით.

„პრიმოს“ ბრენდი, კონცეფცია და შეთავაზებების პაკეტები სრულადაა მორგებული თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე და გულისხმობს ზრუნვას არა მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დროს, არამედ მუდმივად, როდესაც მომხმარებელს ამის საჭიროება აქვს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება