პარლამენტის გადაწყვეტილებით, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილება კიდევ ერთი თვით გაუგრძელდა - კომისიას საქმიანობის ვადა 5 ივლისამდე განესაზღვრა

პარლამენტის გადაწყვეტილებით, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილება ერთი თვით, კიდევ ერთხელ გაუგრძელდა. კომისიას საქმიანობის ვადა 5 ივლისამდე განესაზღვრა.

შესაბამისი დადგენილება დღეს, პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

კომისიის შუალედური დასკვნის თანახმად, “ჯერ კიდევ მიმდინარეობს 2013-2025 წლებში გარკვეულ პოლიტიკოსთა და ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი განგრძობადი ხასიათის საზიანო ქმედებების კვლევა და მათ შესახებ მასალების დამუშავება, რაც დამატებით დროს ითხოვს“. ამასთან, საგამოძიებო კომისია გეგმავს, მისმა წევრებმა ივნისის თვე მეტწილად დოკუმენტური მასალების, აუდიო-ვიდეო არქივისა და სხდომების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის და მტკიცებულებების შესწავლასა და ანალიზს დაუთმონ, რაც კომისიის განმარტებითვე, წინა პერიოდში, სხდომების რეგულარული და ხანგრძლივი ხასიათის გამო სრულფასოვნად ვერ ხერხდებოდა.

საგამოძიებო კომისია თვლის, რომ მას დამატებით ერთი თვე სჭირდება, რათა დაასრულოს მიმდინარე თემების კვლევა ათამდე საჯარო სხდომის ფორმატში და მეტწილად დასკვნის პროექტისათვის საბოლოო სახის მიცემით დაკავდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება