ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, ხვალ ჩანიშნული სასამართლო სხდომა გაიხსნება, მოსამართლე კი ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, პროკურორების მოთხოვნის საფუძველზე გადადოს თუ არა  პროცესი

„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ხვალ, 29 მაისს დანიშნული სასამართლო პროცესი არ გადადებულა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ადვოკატმა განმარტა, მას შეატყობინეს, რომ საქმის პროკურორები ტრენინგზე არიან და ისინი ითხოვენ, პროცესზე გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაეთვალოთ.

კონდახიშვილის თქმით, სხდომა გაიხსნება და მის გადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე მიიღებს. რაც შეეხება თავად ადვოკატის პოზიციას, ის აღნიშნულს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დააფიქსირებს.

ხვალინდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა ემსჯელათ. ამასთან, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯებოდა. ნიკა მელიამ 50 000-ლარიანი გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, დიდი ალბათობით, პროკურატურა მისი გადაუხდელობის საფუძველზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებდა.

ნიკა მელია აღნიშნულ სასამართლო პროცესს არ დაესწრება.

ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია