საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტისა და ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საჯარო ლექცია გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით - „მეოთხე შესწორება, ჩხრეკა და ჩამორთმევა“ (Fourth Amendment and Search and Seizure) ყოფილი ფედერალური პროკურორი, ამჟამად პროგრამა INL-ის ადვოკატი ჩარლზ შმიტსი წარსდგა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საუნივერსიტეტო დელეგაციას ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე ხელმძღვანელობდა. სტუდენტებთან ერთად, საჯარო ლექციას სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

საჯარო ლექციის სპიკერმა ჩარლზ შმიტსმა ამერიკის შეერთებული შტატების სამართალწარმოების ნიუანსები მიმოიხილა, საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში პარალელები გაავლო და ახალგაზრდებს აღნიშნული კანონმდებლობის პრაქტიკაში გატარებასთან დაკავშირებული გამოცდილება რეალურ ქეისებზე დაყრდნობით გაუზიარა. საჯარო ლექციაზე, რომელიც ინტერაქციურ ფორმატში მიმდინარეობდა, ჩარლზ შმიტსმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ვიზიტი ნაყოფიერი გამოდგა საგანმანათლებლო-კვლევით პროცესში ამერიკული პროგრამების გაზიარების თვალსაზრისითაც. მისი თქმით, საელჩოს თანამშრომლებმა, გაცვლით პროგრამებში აქტიურად ჩართვის ხელშესაწყობად, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს.

„მსურს მადლიერება გამოვხატო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ ჩვენი სტუდენტებისთვის საინტერესო საჯარო ლექციის ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად ამდიდრებს საგანმანათლებლო პროცესს და დიდ როლს ასრულებს ახალგაზრდა პროფესიონალების ჩამოყალიბებაში. ბატონი ჩარლზ შმიტსის საჯარო ლექცია მეოთხე შესწორებისა და ჩხრეკა-დაკავების შესახებ იყო არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ ინტერაქციითაც გამორჩეული. მის მიერ გაზიარებული პრაქტიკული ცოდნა, გამდიდრებული რეალური ქეისებით, დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, უფრო ღრმად გაიაზრონ ამერიკის სამართლებრივი სისტემა და მისი გამოყენება პრაქტიკაში, რადგან ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ შეკითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები. სწორედ მსგავსი ურთიერთობით იქმნება წამახალისებელი გარემო საერთაშორისო სამართლისადმი ინტერესის გასაღრმავებლად. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ საელჩოს წარმომადგენლებს ამერიკული საგანმანათლებლო-კვლევითი გაცვლითი პროგრამების შესახებ იმ პრაქტიკული ინფორმაციისთვის, რომელიც მათ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გაუზიარეს. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და კოლაბორაციის გასაფართოებლად. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერა ნათლად გამოხატავს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას - მადლობა მათ საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის მხარდაჭერისთვის”, - აღნიშნავს თამარ ლომინაძე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო