ანონსი  29 მაისი

29 მაისს, 09:30 საათზე, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებით 27-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

მის: თავისუფლების მოედანი 7

29 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Tower-ის საკონფერენციო დარბაზში, TBSC კონსალტინგის ორგანიზებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, საქართველოში ბეჭდვისა და შეფუთვის სფეროში ახალი პროექტის: „თანაბარი შესაძლებლობებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორებში“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ი.ჭავჭავაძის გამზ.37M

საკონტაქტო პირი: ელდარ პირმისაშვილი 558 445 566

29 მაისს, 12:00 საათზე, სპორტის სასახლესთან კურიერები შეიკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობით პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაემართებიან. მთავრობის ადმინისტრაციაში წერილობითი სახით ჩააბარებენ მოთხოვნებს, რის შემდგომაც თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას გააგრძელებენ.

საკონტაქტო: ბექა კობრიაშვილი - 555403669

29 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

29 მაისს, 12:30 საათზე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების, მეჯვრისხევის და ახალუბნის მოსახლეობას შეხვდება.

29 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

29 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

29 მაისს, 17:00 საათზე, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის თბილისის საკრებულოს ფრაქციის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: 120 ოჯახის გამოსახლება, 500-მდე ადამიანი უსახლკაროდ რჩება.

მის: თვალჭრელიძის 1

საკონტაქტო: ტატა ხვედელიანი - +995 599 91 41 00

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება