ევროკავშირმა ოფიციალურად გააუქმა სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები

ევროკავშირმა ოფიციალურად გააუქმა სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა 2025 წლის 20 მაისს გაკეთებული პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმალიზება მოახდინა, რათა სირიელ ხალხს დაეხმაროს ხელახლა გაერთიანებაში და ახალი, ინკლუზიური, პლურალისტური და მშვიდობიანი სირიის აღმშენებლობაში.

გადაწყვეტილების ფარგლებში ევროკავშირმა სასანქციო სიებიდან ამოშალა 24 სირიული კომპანია და ორგანიზაცია, მათ შორის სირიის ცენტრალური ბანკი, სხვა ბანკები და კომპანიები, რომლებიც ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში მუშაობენ: ნავთობის მოპოვება, ნავთობის გადამუშავება, ბამბის წარმოება და ტელეკომუნიკაციები. ზოგიერთი გაუქმებული სანქცია მედია ორგანიზაციებსა და ტელეარხებს ეხებოდა.

ამავდროულად, ევროკავშირმა ძალში დატოვა ბაშარ ასადის რეჟიმთან დაკავშირებული პირებისა და სტრუქტურების წინააღმდეგ სანქციები და მათი მოქმედება 2026 წლის 1 ივნისამდე გაახანგრძლივა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება