გიგი გიგიაძე - ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რომელიც ცდილობს კონტაქტის დამყარებას, ამაზე იღებს უარს - მოლაპარაკებაზე უარის თქმა და ყველა არხის ჩაჭრა ამ კრიზისულ მდგომარეობაში, სიმპტომატურია

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი გიგი გიგიაძე აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელით გავრცელებული მისალოცი წერილი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაეგზავნა, ოფიციალური დოკუმენტის სახით უნდა გამოქვეყნდეს.

როგორც გიგიაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, თუ „ქართულ ოცნებას“ მართლაც აქვს წერილის ავთენტური ვერსია, მას უკვე გაასაჯაროებდა.

„ვცდილობდი ოფიციალური დოკუმენტი მეპოვა - სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. არც ამერიკის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე და არც „ფეისბუქ“ გვერდზე იძებნება. ერთადერთი რამ, რაც ხელთ გვაქვს ეს არის კიმბერლი ლოუს მიერ თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი. არავინ აქვეყნებს ამ ტექსტის ოფიციალურ ვერსიას, მგონია ცოტა არასერიოზულია ეს ტექსტი მივიღოთ, როგორც ოფიციალური დოკუმენტი. არ არის რეგალიები, ოფიციალური მიმართვის ფორმები, არც ხელმოწერაა. სასურველი იქნებოდა, თუ მილოცვის ოფიციალური დოკუმენტი არსებობს, საზოგადოებამ იხილოს. ვფიქრობ, რომ თავად „ქართულ ოცნებასაც“ არ აქვს, რადგან რომ ჰქონოდათ, აქამდე გამოაქვეყნებდნენ. ტექსტის გამოქვეყნება ძალიან დაგვიანდა. საინტერესოა ამ ტექსტის ორიგინალის ნახვა ინგლისურ ენაზე“,- განაცხადა გიგიაძემ.

გადაცემაში გიგიაძემ ასევე გააკეთა კომენტარი აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე.

გიგიაძის შეფასებით, მოლაპარაკებაზე უარის თქმა და დასავლურ არხებთან კავშირის გაწყვეტა სიმპტომატურია და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების კიდევ ერთი გამოხატულებაა.

„ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რომელიც ცდილობს კონტაქტის დამყარებას, ამაზე იღებს უარს. ეს ცალკე კონკრეტულ გზავნილს წარმოადგენს. ივანიშვილი ამ შეხვედრას რომ დათანხმებოდა, მას ნებისმიერი საკითხის განხილვის შესაძლებლობა ექნებოდა. მოლაპარაკებაზე უარის თქმა და ყველა არხის ჩაჭრა ამ კრიზისულ მდგომარეობაში სიმპტომატურია. რეალურად, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. გვესმის, რომ აპირებენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, ფაქტობრივად, ყოველდღიურად დიდი ნაბიჯებით ვშორდებით ცივილიზაციას და გადავდივართ ახალ რეალობაში, სადაც საქართველო აქამდე არ ყოფილა. მიუხედავად ამ რეალობისა, დასავლეთი ცდილობს ნათელი ნაბიჯების გადადგმას, ხელის გაწვდენას და დიალოგის გაწვდენას. ამ დიალოგზე გვესმის რომ არის პირდაპირი უარი“,- განაცხადა გიგიაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან