მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ფარას“ კანონის აღსრულება მოხდება ისე, როგორც ეს აშშ-ში ხდება და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც გაცილებით მკაცრია, ვიდრე წინა შემთხვევაში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ფარას“ კანონის აღსრულება მოხდება ისე, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება და შესაბამისად პასუხისმგებლობაც გაცილებით მკაცრია, ვიდრე წინა შემთხვევაში.

„როგორც ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. გაცილებით მკაცრია პასუხისმგებლობა, ვიდრე წინა შემთხვევაში. ზუსტად ისე, როგორც ხდება აშშ-ში, იმიტომ, რომ ერთი-ერთშია გადმოწერილი კანონი და აღსრულებაც ზუსტად ისე მოხდება, როგორც აშშ-ში. რიგ შემთხვევაში არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ყველა პუნქტი, ყველა სიტყვა, გადმოწერილია ამერიკული კანონიდან, შესაბამისად აღსრულებაც ზუსტად მოხდება ამერიკულად და არა რუსულად, როგორც ტვინში ჩაუჭედეს ვიღაცებს, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები