მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს, - ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა. სახელმწიფო მდივანი რუბიო მიესალმა რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების 1000 1000-ზე პრინციპით გაცვლას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კონსტრუქციული და კეთილსინდისიერი დიალოგი ომის დასრულების ერთადერთი გზა უნდა იყოს.

„მდივანმა გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებები უკრაინასთან კონსტრუქციული და კეთილსინდისიერი დიალოგისკენ, როგორც ომის დასრულებისკენ მიმავალი ერთადერთი გზისკენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს