ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს

ლოპოტა სპა რეზორტზე თანამშრომლებისთვის ახალ, გუნდურ და მასშტაბურ პროექტს ჩაეყარა საფუძველი- ლოპოტას ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა.

ოლიმპიადაში მონაწილეობენ ლოპოტა სპა რეზორტის თანამშრომლები სხვადასხვა დეპარტამენტიდან. ოლიმპიადის ფარგლებში გაზაფხულის და შემოდგომის სეზონის გუნდური თამაშები იმართება სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ასევე თიმბილდინგის აქტივობებსა და სააზროვნო შეჯიბრებებში.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა აქტივობა და ღონისძიება, რომელიც ლოპოტას გუნდის ჩართულობით ხორციელდება. მოხარული ვარ, რომ ჩვენს თანამშრომლებთან ერთად ახალ ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი, ვფიქრობ ოლიმპიადა ყოველწლიურად საინტერესო, სახალისო თავგადასავალს შექმნის. გვჯერა, რომ ერთიანობისთვის და გუნდურობისთვის, ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია." - განაცხადა ლოპოტა სპა რეზორტის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ქევანიშვილმა ოლიმპიადის გახსნის დღეს.

ლოპოტას ოლიმპიადის პირველი თამაშები უკვე გაიმართა, გამოვლინდნენ და დასაჩუქრდნენ შუალედური აქტივობების გამარჯვებულები, ოლიმპიადა გრძელდება და სეზონურად გაიმართება შეხვედრები, დაგროვილი ქულებით კი წლის გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება