დონალდ ტრამპი - თქვენ იცით, რას ვგრძნობ უნგრეთისა და კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მიმართ, ორივეს პატივს ვცემ და ორივე მიყვარს - მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ვიქტორ ორბანის მიმართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) მონაწილეებს ვიდეომიმართვის საშუალებით სიტყვით მიმართა.

„თქვენ იცით რას ვგრძნობ უნგრეთისა და CPAC-ის მიმართ. ორივეს დიდ პატივს ვცემ და ორივე მიყვარს. ასევე, მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის მიმართ, რომელიც შესანიშნავი ადამიანია და მას ყველა აფასებს. ის განსაკუთრებული ადამიანია და ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს. რაც შეეხება CPAC-ს, როგორც ორგანიზაციას, მას მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვისას.

მისი თქმით, CPAC-ს „კონსერვატიული ღირებულებები აქვს, მაგრამ კონსერვატიული ღირებულებები ძალიან კარგი ღირებულებებია“.

„მათ ძლიერი საზღვრები, კანონისა და წესრიგის დაცვა სურთ, ყველაფერი სურთ, რაც თქვენ გსურთ. ისინი შეიარაღებულ ძალებს დიდ პატივს სცემენ. ეს სამართლიანი უნდა იყოს, რათა თქვენი ქვეყანა და ცხოვრება შესანიშნავი გახდეს. მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ვინც ახლა აქ არის. ისიამოვნეთ და მალე შევხვდებით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი