გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის (ADEE) ოფიციალური წევრი გახდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის (ADEE) ოფიციალური წევრი გახდა. უნივერსიტეტის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნივერსიტეტის საერთაშორისო სტანდარტებთან სტომატოლოგიური განათლების ხარისხის შესაბამისობისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების დასტურია.

„ADEE-ში გაწევრიანება ნიშნავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის განვითარების მრავალმხრივ შესაძლებლობებს: წვდომას საერთაშორისო აკადემიურ ქსელებთან და რესურსებთან; მონაწილეობას ADEE-ის კონფერენციებსა და საერთაშორისო ფორუმებში; ჩართვას სტომატოლოგიური განათლების სტანდარტებისა და სასწავლო გეგმის განვითარებაში; აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას; ერთობლივ კვლევით პროექტებში ჩართვასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაცია აერთიანებს ევროპის წამყვან სტომატოლოგიურ ფაკულტეტებს, უნივერსიტეტებს, აკადემიურ დაწესებულებებსა და მეცნიერებს, რათა ხელი შეუწყოს სტომატოლოგიური განათლების განვითარებას მაღალ დონეზე, ინოვაციების დანერგვას სწავლების პროცესში და კავშირების გაღრმავებას სფეროს პროფესიონალებს შორის. ასოციაციის წევრია ევროპის 100-ზე მეტი უნივერსიტეტი. ორგანიზაცია თანამშრომლობს ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო ფედერაცია.

ADEE-ში გაწევრიანება ადასტურებს, რომ გრუნი იზიარებს უმაღლესი ხარისხის , თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სტომატოლოგიურ განათლებას. მიღწეული წარმატება ხაზს უსვამს გრუნის მიზანს - შესთავაზოს სტუდენტებს თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება“, - აღნიშნულია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება