ნიკა მელიას ადვოკატი - არც პროკურორი მოდის, არც ბრალდებული და ცნობილი ფილმისა არ იყოს, „უპატარძლო ქორწილია“

მოცემულობა გვაქვს ასეთი - არც პროკურორი მოდის, არც ბრალდებული და ცნობილი ფილმისა არ იყოს, „უპატარძლო ქორწილია“. შევალ ახლა სხდომაზე და ვნახოთ, მოსამართლე რას გადაწყვეტს, - ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „კოალიცია ცვლილებების” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის სავარაუდო გადადებაზე.

მისი თქმით, აქამდე არ ყოფილა პრეცედენტი, რომ წინასასამართლო პროცესზე პროკურორი არ მოსულიყო და ამ მიზეზით სხდომა გადადებულიყო.

„ორივე პროკურორი, რომელიც ამ საქმეზე გამოდის, არის ტრენინგზე და სხდომაზე არ ცხადდებიან. რაც შეეხება ნიკა მელიას, მან საჯაროდ განაცხადა, რომ არც ამ პროცესზე და არც სხვა პროცესებზე არ აპირებს გამოცხადებას. მოცემულობა გვაქვს ასეთი - არც პროკურორი არ მოდის, არ ბრალდებული მოდის და ცნობილი ფილმისა არ იყოს „უპატარძლო ქორწილია“. შევალ ახლა სხდომაზე და ვნახოთ, მოსამართლე რას გადაწყვეტს.

მოგეხსენებათ, თუ პროკურორი არ მოდის, სისტემაში უამრავი პროკურორია, პროკურორმა უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო ბრალდება. შესაბამისად პროკურორის გარეშე მოსამართლე ვერ გააგრძელებს სხდომას. დიდი ალბათობით, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ღამის 12 საათზე გადის, ამიტომ, დღეს რომ ჩატარებულიყო სხდომა სავარაუდოდ, გაუჭირდებოდათ მისი დაკავების მოთხოვნა, ამიტომაც ალბათ, ტექნიკური თვალსაზრისით გადადეს პროცესი, შეგნებულად გადადეს პროცესი ტრენინგებზე კვალიფიკაციის ამაღლების მიზეზით“, - განაცხადა კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდას არ აპირებს.

ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის