დავით ფაცაცია ბათუმში არქიტექტურული პროექტების გამოფენას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა არქიტექტურული პროექტების გამოფენას დაესწრო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის მუზეუმის ორგანიზებით მოეწყო და მასზე წარმოდგენილი ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთის თემატიკას დაეთმო.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

„ვფიქრობ, ეს ღონისძიება არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზავნილი აფხაზებისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აფხაზეთში ძალიან ბევრი კარგი პროექტი განხორციელდება, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საუკეთესო მაგალითია იმ პერსპექტივებისა, რომელიც აფხაზეთისთვის იარსებებს.

მადლობას ვუხდი სტუდენტებს საოცარი პროექტების წარმოდგენისთვის, განსაკუთრებით ეს ეხება სოხუმის სტადიონის, თეატრის, პორტის, აეროპორტის წინასწარ შემუშავებულ მაკეტებს. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი იდეა ამ პროექტებიდან ძალიან წარმატებული იქნება და აფხაზეთშიც აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად", - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია