„სელფი მობაილის“ კორპორატიული მომსახურების ახალი ოფისი გაიხსნა

ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, „სელფი მობაილმა“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, თბილისში კორპორატიული მომსახურების ახალი ოფისი გახსნა. ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოფისის მისამართია ვაჟა-ფშაველას გამზირი 70, „სითი თაუერი“.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ „სელფი მობაილის“ კორპორატიული მომსახურება მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აუცილებელი სერვისების სრულ სპექტრს, რომელიც ითვალისწინებს კლიენტის საქმიანობის სფეროსაც და ესადაგება მათ საჭიროებებს. ტელეკომ მომსახურებასთან ერთად, „სელფი მობაილი“ კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს ინოვაციურ ბიზნეს გადაწყვეტებს და სპეციალურ პირობებს ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელ სხვადასხვა მომსახურებაზე, პარტნიორების ფართო ქსელის არსებობის დამსახურებით.

„სელფი მობაილის“ კორპორატიული კლიენტების მომსახურებას გამოარჩევს მომხმარებელზე ინდივიდუალური ზრუნვა და სერვისების ფართო სპექტრი, რომელიც კავშირგაბმულობის გარდა მოიცავს მათი საქმიანობისთვის აუცილებელ გადაწყვეტებს. როგორც ევროპაში წამყვანი ტელეკომ ოპერატორის, Vodafone-ის პარტნიორს საქართველოში, „სელფი მობაილს“ შესაძლებლობა აქვს მის კლიენტებს გაუზიაროს ევროპაში აპრობირებული საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკა და შეთავაზოს Vodafone-ის პროდუქტები. მოხარული ვარ, რომ ამიერიდან ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მომსახურებას ახალ სივრცეში, რომელიც სრულადაა მორგებული მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე“,- აცხადებს ხათუნა კოხრეიძე, „სელფი მობაილის“ კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

დამატებითი ინფორმაცია „სელფი მობაილის“ კორპორატიული მომსახურების შესახებ იხილეთ: https://cellfie.ge/ka/b2b/mobile

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება