საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი Ad Quality დაემატა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესებისთვის ციფრული შესაძლებლობების გამავრცელებელი ტექნოლოგიური ორგანიზაცია, აგრძელებს რეგიონში უნიკალური პლატფორმის — Ads მენეჯერის განვითარებას.

ამჯერად, პლატფორმას მნიშვნელოვანი განახლება დაემატა — Ad Quality, ახალი ფუნქციონალი, რომელიც ბიზნესებს ზუსტ მოლოდინებს უქმნის იმის შესახებ, თუ რა მარკეტინგულ მხარდაჭერას გაუწევს ბანკი ბიზნესებს - სად და როგორ გავრცელდება მათ მიერ შექმნილი შეთავაზება.

„ახალი ფუნქციონალით, ბიზნესებისთვის ვაჩენთ მეტ შესაძლებლობას, მისწვდნენ ჩვენს მომხმარებლებს. ამასთან, მათთვის უფრო თვალსაჩინო გახდება, რომელი არხებით გავავრცელებთ ინფორმაციას აღნიშნული შეთავაზების შესახებ“, — აცხადებენ ბანკში.

როგორ მუშაობს Ad Quality? ახალი მოდელი სხვადასხვა არხში შეთავაზების გამოჩენას შეთავაზების ტიპის, პირობების და სხვა პარამეტრების მიხედვით განსაზღვრავს. ამ სიახლით ბიზნესებს წინასწარ ეცოდინებათ, სად გამოქვეყნდება ინფორმაცია შეთავაზებაზე - საქართველოს ბანკის მობილბანკში, sCoolApp-ში, სოციალურ ქსელებში, newsletter-ში თუ სხვა სივრცეში.

საქართველოს ბანკი აგრძელებს ციფრული შესაძლებლობების გაფართოებას ბიზნესებისთვის. აღმოაჩინეთ სიახლეები საქართველოს ბანკის პროდუქტებსა და სერვისებზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ამ ბმულზე.

ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი უკვე რამდენიმე წელია, ბიზნესებს საშუალებას აძლევს, შექმნან ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულების შეთავაზებები და იგი მრავალრიცხოვან მომხმარებელს — საქართველოს ბანკის მობილბანკის, sCoolApp-ისა და Offers.bog.ge-ის 1 600 000-მდე ადამიანს გაუზიარონ.

Ads მენეჯერის პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება უნდა მიანიჭოს დირექტორმა.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება