საფრანგეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოგზაურობამდე ინფორმაცია მოიპოვონ ფაქტორებზე, რომელმაც შესაძლოა საქართველოში არშესვლის რისკის წინაშე დააყენოს, მათ შორის პროტესტებში მონაწილეობა და სოციალურ მედიაში აქტიურობა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ პროტესტებში მონაწილეობის და სოციალურ მედიაში აქტიურობის გამო ისინი შეიძლება საქართველოში არ შეუშვან.

შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

“28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ყოველ დღე დემონსტრაციები იმართება, ხანდახან დიდი მასშტაბის.

ეს დემონსტრაციები ხშირად დაპატიმრებებითა და სამართალდამცავების მიერ დაშლით სრულდება, კონკრეტულად პარლამენტის გარშემო, თავისუფლების მოედანსა და რესპუბლიკის მოედანს შორის. ამ დემონსტრაციებში მონაწილეობა შეიძლება მძიმე ჯარიმებით ისჯებოდეს (5,000 ლარი თითო ჯარიმა, ანუ 1,600 ევროზე მეტი, რაც შეიძლება შეჯამდეს რამდენიმე ჯარიმის შემთხვევაში).

საქართველოში მყოფ საფრანგეთის მოქალაქეებს ვურჩევთ, თავი აარიდონ საზოგადოებრივ შეკრებებს.

შეგახსენებთ, რომ საპოლიციო შემოწმების შემთხვევაში თითოეულმა პიროვნებამ საკუთარი იდენტობის დამტკიცება უნდა შეეძლოს.

საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება შეიძლება საქართველოში ცხოვრების უფლების მქონეებსაც არ მიეცეთ. მოგზაურებს მოვუწოდებთ, რომ მოგზაურობამდე ინფორმაცია მოიპოვონ ფაქტორების შესახებ, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე არშესვლის რისკის წინაშე შეიძლება დააყენონ, მათ შორის საქართველოში პროტესტებში მონაწილეობა და სოციალურ მედიაში მათი აქტიურობა. მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება დამოკიდებული იყოს ამ პროტესტებში თითქოსდა მონაწილეობის გამო დიდი ჯარიმების დაუყოვნებლივ გადახდაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს