ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის პოზიცია აბსოლუტურად ლოგიკურია, არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე - როდესაც დასრულდება პირადი შანტაჟი, მაშინვე შეიცვლება ვითარება

არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ლოგიკური, არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ელჩი დანიგანის შეხვედრასთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ წერილს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ცნობილი იყო ამერიკული მხარისთვისაც.

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავად განმარტა საკუთარი პოზიცია, რაც არის აბსოლუტურად ლოგიკური. ბუნებრივია, პირადი შანტაჟის ფონზე, მისი მხრიდან არ იქნებოდა სწორი, მიზანშეწონილი ასეთი შეხვედრის გამართვა. არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ეს პოზიცია, რომელიც ასევე ცნობილი იყო ამერიკული მხარისთვისაც და ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც მათ ამ საკითხთან დაკავშირებით გაავრცელეს წერილი. როდესაც დასრულდება პირადი შანტაჟი, რომელიც დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, მაშინვე შეიცვლება ვითარება ამ კუთხითაც. ასევე, კიდევ ერთხელ შეგვძლია დავაფიქსიროთ, რომ არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან. ამასთან დაკავშირებით არ არის დაბრკოლებები, ყველამ პატივი უნდა სცეს ოფიციალურ ეტიკეტს და ამის მიხედვით უნდა წარიმართოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის",- განაცხადა პრემიერმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო