იანოშ ბოკა - გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, როცა თქვენი გაჩუმება სურთ, თქვენ გვერდით ვართ ყოველთვის

ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო დამოუკიდებლობისთვის მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოდა და ეს ბრძოლა ქართველების გენეტიკურ კოდშია.

„ეს ბრძოლა გრძელდება. ახლა ბრძოლა გვიწევს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. უნგრეთი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლაში. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი მეგობრების - უნგრეთის მთავრობის მიმართ. ჩვენს ერებსა და მთავრობებს შორის ძლიერი მეგობრობა, თანამშრომლობა არსებობს და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი დაესწრო.

იანოშ ბოკამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უნგრეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ.

„ნება მომეცით, გადმოგცეთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და უნგრეთის მთავრობის მოლოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში მაშინ, როცა თქვენი გაჩუმება სურთ. თქვენ გვერდით ვართ ყოველთვის. ჩვენი ერები კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. ორივემ ვიცით, რომ ეს იოლად მოსაპოვებელი არ არის და არც უფასოა.

ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს ფასეულობებს. ორივე ევროპელი ერი და ამაყი ქვეყანა ვართ და გვინდა ასეთად დავრჩეთ. თავისუფლების ორი კუნძული ვართ ძველი, ახალი იმპერიების ოკეანეში. ჩვენ ხელს ვუწვდით ერთმანეთს, ვაშენებთ ხიდებს და მომავალს ჩვენი შვილებისთვის. დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ ჩვენი მხრიდან ერთგულების დასადასტურებლად. დაე, საქართველოში იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა. მრავალჟამიერ არსებობდეს ამაყი ქართველი ერი", - განაცხადა იანოშ ბოკამ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო